მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე - "მაისში ალბათ ბიზნესები გაეშვება და ეკონომიკური აქტივობა დაიწყება"

5e8f2ea113432
ინგა მურუსიძე
09.04.20 19:00
1643
მაისში ალბათ ბიზნესები გაეშვება და ეკონომიკური აქტივობა დაიწყება, - ამის შესახებ ბიზნეს ასოცოაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ BMG-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, კრიზისი სახეზეა მთელ მსოფლიოში და ცხადია, საქართველოს გვერდს არ აუვლიდა.

„ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფერო ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლაში მიიღო ძალიან მაღალი შეფასება და ეს არის გადამწყვეტი ეკონომიკისთვის. ჩვენთან დაბალია დაინფიცირებული ადამიანების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს პირდაპირპროპორციულ კავშირში არის იმასთან, თუ როგორც გამოვალთ ეკონომიკური კრიზისიდან. ჩვენ შეიძლება ჯერ არ ვიცოდეთ ის სიღრმე, თუ რა სახის პრობლემები დადგება ქართული ბიზნესის, ქართული ეკონომიკის წინაშე... ცალსახად, კრიზისი უკვე სახეზეა, ეს ხდება მთელ მსოფლიოში და საქართველოს გვერდს ვერ აუვლიდა. ყველას კარგად გვესმის, როგორია ჩავარდნა და ბიზნესის გაჩერება. მაისის დასაწყისისთვის, ან შუა რიცხვებისთვის ალბათ დაიწყება ბიზნესების გაშვება, ეკონომიკური აქტივობა და ამ ვითარებაში როგორი კონიუნქტურა იქნება ბიზნესში, ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი რადენიმე კვირა ძალიან დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რა იქნება ეკონომიკაში“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

რაც შეეხება ეკონომიკური სტიმულირების ანტიკრიზისულ გეგმას, ფხაკაძე ამბობს, რომ ბიზნესი ამ საკითხზე მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობს.