მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks-ის გაყიდვები პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა

608964eec62c2
ნათია თაქთაქიშვილი
29.04.21 00:30
867
მსოფლიოში ცნობილი ყავის მწარმოებელი კომპანია Starbucks-ი აცხადებს, რომ აშშ-ის მასშტაბით მაღაზიების უმეტესობა ღიაა და შესაბამისად, რთული წლის შემდეგ გაყიდვები პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, Starbucks-ის გაყიდვები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. როგორც აშშ-ის Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორი კევინ ჯონსონი აღნიშნავს, ამერიკაში კომპანიის გაყიდვები სრულად აღდგა.

Starbucks-ის გლობალური გაყიდვები კი პირველ კვარტალში 15%-ით გაიზარდა, რაც Wall Street-ის ანალიტიკოსების ნავარაუდებ ზრდაზე 1.8%-ით ნაკლებია. ამის შედეგად კომპანიის აქციებზე ფასი  საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე 2%-ით დაეცა.

შეგახსენებთ, აშშ-ში Starbucks-ის გაყიდვები გასული წლის პირველ კვარტალში 5%-ით იყო შემცირებული, ხოლო 2020 წლის სექტემბერში - 12%-ით.