მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks-მა მაღაზიების გახსნა დაიწყო

5eb2e80eed916
მარიამ ადამია
06.05.20 21:40
1618
Starbucks-ი, საკარანტინე ზომების მოხსნის შედეგად აახლებს მუშაობას, ხსნის ობიექტებს და თანამშრომლებსაც სთხოვს სამსახურში დაბრუნებას, რომლებსაც, ამ პერიოდის განმავლობაში უნაზღაურებდა არასამუშაო საათებს.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ კომპანია აპირებდა ობიექტების 90%-ის 1 ივნისიდან გახსნას, სადაც შესვლის უფლება არავის ექნებოდა მომსახურე პერსონალის გარდა, ხოლო ადამიანები შეკვეთას გარეთ ან სახლში მიტანის სერვისით მიიღებდნენ.

Starbucks-ის მთავარი ფინანსური ოფიცრის პატრიკ გრიზმერის განცხადებით, კომპანიაში ცვლილებები ხორციელდება, რათა სოციალური დისტანცირების ნორმები იყოს დაცული და ასევე, Starbucks-ი სამუშაო საათების შემცირებას გეგმავს.

ობიექტები აშშ-სა და კანადაში მიმდინარე კვირაში უკვე გაიხსნა, ამბობენ რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვით და ის თანამშრომლები, ვინც უარს იტყვის მუშაობაზე, შეუჩერდებათ ხელფასი, ხოლო გამონაკლისი მხოლოდ იმ ადამიანებზე დაიშვება, ვისაც ბავშვები ჰყავს და სახლში დარჩენა უწევს და მათ ვისაც დაინფიცირებულია. თუმცა თანამშრომლების ნაწილი მზად არის უარი თქვას ანაზღაურებაზეც და დაკარგოს სამსახური, გამომდინარე იქედან, რომ მათ ეშინიათ პანდემიის პირობებში სამსახურში დაბრუნება, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი შედის სასურველი მომსახურების მისაღებად. მათი ერთადერთი მოთხოვნა თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა, რაც ამ დროისთვის მათი თქმით Starbucks-ში შეუძლებელია.

თუმცა, არიან თანამშრომლები, რომლებიც დაუბრუნდნენ სამსახურს, და სოციალური დისტანციის დაცვითა და სპეციალური დამცავი საშუალებებით, იქნება ეს ხელთათმანები, ფარი თუ პირბადე, ემსახურებიან კლიენტებს ფანჯრიდან. Starbucks-ის გადაწყვეტილებით, ჯამში დღევანელი მდგომარეობით 30 ობიექტია გახსნილი სრულად, სადაც შესვლის უფლება აქვთ მომხმარებლებს, თუმცა დასხდომა კვლავაც აკრძალულია, დანარჩენ ობიექტებზე კი დისტანციურად მუშაობენ, ანუ მომსახურების მიღება შესაძლებელია რამდენიმე გზით, მათ შორის "დრაივზე", სახლში მიტანით, ან ფანჯრიდან. შესაბამისად, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, თანამშრომლებისთვის გარემო სრულად მორგებულია უსაფრთხოებაზე, ხოლო დაინფიცირების შანსი ობიექტებზე მინიმუმამდეა დაყვანილია.