მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტარტაპმა CityPay.io ჩეხეთის აქსელერატორ StartupYard-დან 60 000 ევროს ინვესტიცია მოიზიდა

6131d6735b540
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.21 13:00
2514
ქართული ინოვაციური კრიპტო გადახდების სისტემა CityPay.io, რომელიც კომპანიებს კრიპტო გადახდების მიღებაში ეხმარება, ხანგრძლივი შესარჩევი ეტაპის გავლის შემდეგ ჩეხეთის StartupYard–ის 3 თვიან სააქსელერაციო პროგრამაში მოხვდა და დამატებით, სტარტაპმა 60 000 ევროს ინვესტიცია მიიღო.

StartupYard უძველესი კერძო, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ტექნოლოგიებზე ორიენტირებული აქსელერატორია. პროექტის პორტფოლიო 83 სტარტაპისგან შედგება, რომლებმაც საერთო ჯამში 49 მლნ ევრო მოიზიდეს.

CityPay.io რეგიონში პირველი პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს კრიპტო გადახდების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ქართული სტარტაპი აქსელერატორში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასა და მენტორებთან აქტიურ კომუნიკაციას ისახავს მიზნად, რათა სტარტაპმა გაზრდა და გლობალურ ბაზარზე გასვლა სწრაფად შეძლოს. პროექტის ფარგლებში კომპანიის შიდა პროცესების ტრანსფორმაცია უკვე წარმატებით მიმდინარეობს.

პროგრამის დასასრულს დემო დღეზე, სითიფეი პრაღაში ასობით ინდუსტრიის წარმომადგენლისა და ინვესტორის წინაშე წარსდგება. სტარტაპის თანადამფუძნებლები ბექა ქემერტელიძე და ერალფ ჰატიპოღლუ აღნიშნავენ, რომ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები და პროგრამაში გაწევრიანება სამომავლო გლობალური გეგმების განხორციელებისკენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ერთ თვეზე ნაკლებია, რაც პროგრამა დავიწყეთ და უკვე ვხედავთ მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას ჩვენს სტარტაპში. StartupYard გვეხმარება, რომ ჩვენი ღირებულებები სწორად განვსაზღვროთ და ძლიერი განვითარების სტრატეგია გლობალური ბაზრისთვის ჩამოვაყალიბოთ. ასევე, აქტიურად მიდის ინვესტორებთან მოლაპარაკებებიც და დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გასაზიარებლად უფრო მეტი სიახლე გვექნება “, - აღნიშნავს სითიფეის თანადამფუძნებელი ერალფ ჰატიპოღლუ.



შეგახსენებთ, რომ სტარტაპი CityPay.io კრიპტო გადახდების მიღებას ქართულ ბაზარზე წარმატებით ნერგავს და უკვე 300-ზე მეტ კომპანას აძლევს შესაძლებლობას, თავიანთ მომხმარებლებს პროდუქტის/მომსახურების შეძენა კრიპტო ვალუტით შესთავაზონ. გადახდის მრავალფეროვანი მეთოდებიდან ნებისმიერის დანერგვა უფასოა და კომპანია თითოეულ ტრანზაქციაზე მხოლოდ მინიმალურ საკომისიოს იხდის.

მეტი CityPay.io შესახებ: Cryptocurrency Payment Gateway | CITYPAY.IO
CityPay.io | Facebook