მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტიქიისგან მიყენებული ზარალი, დაახლოებით, 1 მლნ ლარია“ – „ბადაგონი“

6129fb8addefa
ლიკა გურაბანიძე
28.08.21 14:30
780
ორი დღის წინ ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში - ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი bm.ge-ისთან საუბარში აცხადებს, რომ სტიქიისგან მიყენებული ზარალი, დაახლოებით, 1 მლნ ლარია. "სამწუხაროდ, ყურძენი დაზღვეული არ გვქონდა", - აღნიშნა მან. გიორგი სალაყაიას თქმით, ზუსტად ზარალს კახეთის ორ მიკროზონაში - ახაშენსა და წინანდალში ითვლიან.

ამასთან, „ბადაგონის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ წლევანდელი რთველი ხარისხობრივად ერთ-ერთი საუკეთესოა. “ხარისხობრივად 2021 წელს საუკეთესო რთველი გვექნება. ვგულისხმობ ყურძენში შაქრიანობის მაღალ შემცველობას, რაც თავისთავად კარგია“, - აღნიშნა სალაყაიამ.

კომპანიის” დამფუძნებლის თქმითვე, წელს, დაახლოებით, 6 500 ტონა ყურძნის გადამუშავება იგეგმება.

“ჯამში 2022 წელს ექსპორტზე 8 მლნ ბოთლს გავიტანთ. რაც შეეხება წლევანდელ წელს „ბადაგონის“ ბრუნვა, დაახლოებით, 50 მლნ დოლარი იქნება,” - დაძინა გიორგი სალაყაიამ.

ცნობისთვის: „ბადაგონი“ ექსპორტზე 40-მდე ქვეყანაში გადის. მათ შორისაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და ევროპის სხვა ქვეყნები.