მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუპერმარკეტებში პროდუქციის განთავსება საკმაოდ ძვირია... ვითხოვთ გონივრულ რეგულაციას – “მასტერ თრეიდი”

61a13443cd707
ლიკა გურაბანიძე
28.11.21 14:43
3182

იმპორტიორ კომპანია "მასტერ თრეიდში", რომელსაც ქვეყანაში ისეთი ბრენდები შემოაქვს, როგორიც Snickers, Mars, Bounty და M&MS-ია, აღნიშნავენ, რომ პროდუქციის გაძვირება 2022 წელსაც მოუწევთ. მიზეზი ქვეყნაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემებია. რამდენით მოუწევთ პროდუქციის გაძვირება, კომპანიში ვერ ასახელებენ. ფასების ზრდა შემოდგომაზე 4%-დან 6-%-მდე ერთხელ უკვე მოხდა.

კომპანიის კომერციული დირექტორის ბაჩო პეტრიაშვილის თქმით, გარდა ინფლაციისა, ქვეყანაში სექტორს სხვა პრობლემებიც აწუხებს, როგორიცაა ქსელურ სუპერმარკეტებთან ურთიერთობა, რაც მისი შეფასებით, საქართველოში ბიზნესის წამოწყებას ართულებს. 

“ქსელებში პროდუქციის განთავსების პირობები საკმაოდ ძვირია. ეს იქნება ქსელში შესვლის საფასური, თუ ყოველთვიური გადასახადი. ეს ჩვენთვის ყველაზე რთულია და რეალური გამოწვევაა. მეორე პრობლემა კი მათი მხრიდან თანხის ანაზღაურების თემაა, როდესაც საუბარი 100–დღიან პერიოდზეა. მათი მომსახურება ძვირია. უკეთესი იქნება სახელმწიფოს მხირდან ამ საკითხის გონივრული რეგულირება. 

საბოლოოდ, ყველაფერი მომხმარებლისთვის პროდუქციის გაძვირებით სრულდება” - განაცხადა ბაჩო პეტრიაშვილმა.

2021 წლის სამ კვარტალში შოკოლადის და კაკაოს შემცველი კვების და სხვა მზა პროდუქტების იმპორტის ჯამურმა ღირებულებამ 33 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის სამი კვარტლის მონაცემზე 22%-ით მეტია, 2020 წელს ამ რიცხვმა 27 მლნ დოლარი შეადგინა. 2021 წელს შოკოლადის და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების TOP 3 იმპორტიორი ქვეყანაა: რუსეთი 15 მლნ დოლარით, უკრაინა 6 მლნ დოლარით, ხოლო ბელგია 2 მლნ დოლარით.