"სვანეთში უნდა გაითიშოს "უკანონო მაინინგები", რომელმაც ქსელი დაამძიმა და თუ საჭიროება მოითხოვს, უნდა დაყადაღდეს კიდეც", - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 17-18 მეგავატია, რაც მეზობელი სამი
მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებულ ენერგიას აღემატება.
აღსანიშნია, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ფონზე, გასულ კვირას ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ. მაინერების გამორთვისკენ მეტიის მერიამაც მოუწოდა. მერიის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით ელექტროენერგიის დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი. მესტიის თვითმმართველობის პათოსს ნათია თურნავაც უერთდება.
„90-იან წლებში სვანეთის მოსახლეობასთან შეთანხების შედეგად, მოსახლეობა არ იხდის ელექტროენერგიის ტარიფს. კომერციული სექტორი მინიმალურ დონეზე იხდის, თუმცა აქაც ამოღების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს კი განაპირობებს იმას, რომ ქსელის დატვირთვის და გადატვირთვის პირობებში, რომელიც დიდწილად მაინინგებით არის დატვირთული, განაპირობებს მაღალ მოხმარებას, 17-18 მეგავატია ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი 3 მუნიციპალიტეტის - ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს ელექტროენერგიის მოხმარებას. უნდა მოხდეს რეაგირება მაინინგების შეზღუდვის ნაწილში, რათა ობიექტებს, რომლებსაც სჭირდებათ ყველაზე მეტად ენერგია - ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს, საბაგიროებს, უწყვეტად მიეწოდოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკ-ის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თუ მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ გადაიხდის, მაშინ კომპანია „ენერგო- პრო ჯორჯიას" ვერავინ მოთხოვს მესტიისთვის ელექტროენერგიის ხარისხიან და უწყვეტ მიწოდებას.
„კომპანია ახორციელებს ინვესტიციას და არ აქვს მოგება, რაც მარეგულირებელ წესებთან წინააღმდეგობაში მოდის. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არ გადავიხდით ელექტროენერგიის საფასურს, გვექნება წყვეტები, იქნება ავარიები, და ა.შ. ისევ ტურიზმსა და მოსახლეობის კომფორტზე აისახება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი