მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Swarovski რუსეთიდან სრულად გადის

640b23af60251
მარიამ ვარადაშვილი
10.03.23 16:54
623
ავსტრიული სამკაულების ბრენდი რუსეთიდან სრულად გადის. Swarovski-მ რუსეთში არსებულ მაღაზიებში გაყიდვები ომის დაწყებიდან მალევე გააჩერა, თუმცა როგორც მისმა ხელმძღვანელმა თქვა, ბრენდი აღარ აღადგენს რუსეთში საქმიანობას.

ალექსის ნაზარდის განმარტებითვე, რუსეთიდან სრულად გასვლა დაწესებულმა სანქციებმა და სავაჭრო შეზღუდვებმა განაპირობა. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი როდის დატოვებენ რუსულ ბაზარს, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოხდება.

როგორც რუსული Forbes წერს, ომის დაწყების შემდეგ Swarovski-მ რუსეთში 12 მაღაზია დახურა და საკუთარი ბრენდით ქვეყანაში მანამდე შეტანილი პროდუქციის გაყიდვები შეზღუდა.