მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SWIFT-იდან Sberbank-საც გარიცხავენ - ცნობილია EU-ს სანქციების მეექვსე პაკეტი

62722f3f31691
გიორგი თოლორდავა
04.05.22 11:48
1257
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეექვსე პაკეტი წარადგინა.

პირველ რიგში, სანქციების ახლი პაკეტი რუსული ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვას ითვალისწინებს, განურჩევლად მისი ფორმისა და ტრანსპორტირების მეთოდისა.

მეორე -  სანქციები დაუწესდებათ რუსეთის შეიარაღებული ძალების იმ ოფიცრებს და პირებს, რომელთაც წვლილი მიუძღვით ბუჩაში ჩადენილ სასტიკ სამხედრო დანაშაულებში.

მესამე - SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გაირიცხება დამატებით სამი რუსული ბანკი, მათ შორის, უმსხვილესი - Sberbank.

მეოთხე - ევროკავშირის სატელევიზიო სიხშირიდან მოიხსნება სამი მსხვილი რუსული სატელევიზიო არხი, რადგან ისინი ჩართულნი არიან რუსეთის პროპაგანდისტულ კამპანიაში და დეზინფორმაციის გავრცელებაში.