მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავს, სავარაუდოდ, რუსეთის გამო, GPS სისტემა გამოერთო

უკრაინა

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავს სავარაუდოდ, რუსეთის თავდასხმის გამო, GPS სისტემა გამოერთო. როგორც Euronews წერს, ინციდენტი ბულგარეთში, 31 აგვისტოს გამართული ოფიციალური ვიზიტისას მოხდა.

GPS სისტემის გამო, თვითმფრინავს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მოუწია დაჯდომა. ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ბულგარეთის მთავრობა ეჭვობს, რომ ინციდენტში რუსეთი იყო ჩართული.

ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი ქალაქის თავზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დაფრინავდა. ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთის მოსაზღვრე წევრი ქვეყნების ტურნეს ფარგლებში შედგა, რომლის ერთ-ერთი მიზანი ევროგაერთიანების 800 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვის გეგმის ხელშეწყობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები