მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სწრაფი კვების ქსელი Subway-ი, შესაძლოა, რამდენიმე მილიარდად გაიყიდოს - WSJ

63c020ad07297
გიორგი არონია
12.01.23 20:29
781
სწრაფი კვების ერთ-ერთი გიგანტი, ამერიკული Subway-ი, რომელიც ფრენჩაიზის მოდელზე დაფუძნებით საქართველოშიც ოპერირებს, შესაძლოა, რამდენიმე მილიარდ დოლარად გაიყიდოს, - ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, Subway-ის შესყიდვით დაინტერესებულნი არიან, როგორც კორპორაციები, ასევე კერძო კაპიტალის კომპანიები - საერთო ჯამში, კომპანია $10 მილიარდზე მეტად არის შეფასებული.

„ჩვენ კერძო კომპანია ვართ, ასე რომ მმართველობით სტრუქტურაზე და ბიზნესის განვითარების კომენტარს არ ვაკეთებთ“, - აღნიშნულია Subway-ის განცხადებაში. „ამ ეტაპზე, ბრენდის განვითარებაზე ვფოკუსირდებით, რათა ჩვენი ფრენჩაიზის მფლობელებს წარმატების მიღწევაში და მოგებიანობის გაზრდაში დავეხმაროთ“. ცნობისთვის გეტყვით, რომ ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში, Subway-ს დამფუძნებელთა ოჯახები მართავენ.

დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში Subway-ს დაახლოებით ოცდაერთი ათასი ფილიალი აქვს, რომელთა დახმარებით, 2021 წელს, კომპანიამ $9.4 მილიარდის შემოსავლის გამომუშავება შეძლო. თავად ეს რიცხვი, ერთი წლით ადრე დაფიქსირებულ პანდემიამდელ შედეგს 13%-ით აღემატება. 2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, Subway-ს ოცდაჩვიდმეტი ათასი ფილიალი აქვს - ამათგან ცხრა, საქართველოში.