მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სწრაფი ტესტები, პირბადე, მინიმალური ჰოსპიტალიზაცია - პრემიერის ხედვა covid-19-თან საბრძოლველად

5fa3d0f3b17ca
ინგა მურუსიძე
05.11.20 14:19
1008
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განხადებით, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ჩატარებული ტესტირებები უნდა გაფართოვდეს.

პრემიერის თქმით, ეს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ბინაზე მკურნალობა, კოვიდ-სასტუმრო და ჰოსპიტალიზაცია სწორად იქნება დალაგებული, ანტიგენის სწრაფი ტესტირებით ადამიანს ეცოდინება მისი სტატუსი და ეცოდინება როგორ უმკურნალოს თავს.

"ეს არის ჩვენი კრიტიკული წერტილები, რომელიც უნდა გავიაროთ: პირველი - რა თქმა უნდა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 26-დან 15%-მდე ჩამოწევა, ერთმნიშვნელოვნად; მეორე - კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტების შეტანა და ბინაზე მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის რგოლით; პირბადე, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი - ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, ეს კრიზისი, პიკი გადავიაროთ", - განაცხადა გახარიამ.

მან ეკატერინე ტიკარაძეს ურჩია, გაითვალისწინოს, რომ არ უნდა მოხდეს ჰოსპიტლების გადატვირთვა.

"რასაც ვუყურებ, ევროპაშიც ძალიან მძიმდება სიტუაცია და ყველგან არის ერთადერთი კრიტერიუმი - არ მოხდეს ჰოსპიტალური სისტემის გადატვირთვა. იქ იწყება შემდეგ უმართავი პროცესები. ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი, ამიტომ, ეკა, ძალიან გთხოვთ, ეს გაითვალისწინეთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები