მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაივანი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად $35 მილიარდს დახარჯავს

5e8468cd4acba
ნათია თაქთაქიშვილი
01.04.20 21:40
871
ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად $35 მილიარდს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ცაი ინ-ვენმა ასევე აღნიშნა, რომ ტაივანი 10 მილიონამდე ნიღაბს გადასცემს იმ ქვეყნებს, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ ტაივანმა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტის თვეშიც გაიღო ფინანსური დახმარება.

ტაივანში 1 აპრილის მონაცმებით, კორონავირუსით ინფიცირების 322 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გარდაიცვალა 5 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 39 ინფიცირებული.