მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაივანის ტექნოლოგიური გიგანტები 10 მილიონ COVID-ვაქცინას შეიძენენ

60ec37dd72e3b
ნათია თაქთაქიშვილი
12.07.21 17:40
794
ტაივანის ტექნოლოგიური გიგანტი Foxconn-ი, რომელიც Apple-ისთვის გარკვეულ დეტალებს აწარმოებს, ასევე ჩიპების მწარმოებელი კომპანია TSMC-ი 10 მილიონ COVID-ვაქცინას შეიძენენ, რაშიც ჯამში, 350 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ტექნოლოგიური გიგანტები ვაქცინის შეძენას ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ისგან განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაივანის მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენას კომპანიისგან ბოლო რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობს, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა და გარიგების შეუსრულებლობაში ჩინეთს ადანაშაულებს.

გამოცემა წერს, რომ ჩინეთი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

Foxconn-ი დაTaiwan Semiconductor Manufacturing Co-ი, 5 მილიონ ვაქცინას შეიძენენ ცალ-ცალკე, რომელსაც შემდგომ ადმინისტრირებისთვის მთავრობას გადასცემენ.

ამჟამად ტაივანი მილიონამდე COVID-ვაქცინას ელოდება AstraZeneca და Moderna-სგან. ამასთან, ტაივანის მოსახლეობის მხოლოდ 0.3%-ია სრულად ვაქცინირებული.

გამოცემის თანახმად, ტაივანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ივლისის ბოლოსთვის  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მაინც მოსახლეობის მინიმუმ 25% უნდა იყოს აცრილი.