მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ ბარკალაია ხვალ გაფიცულ სოციალურ აგენტებს შეხვდება

61e965a803cc8
მარიამ ვარადაშვილი
20.01.22 17:41
747
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია გაფიცულ სოციალურ აგენტებს შეხვდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყება მზად არის გაფიცულ თანამშრომლებთან დიალოგისა და მოლაპარაკების რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა, რისთვისაც მზაობა მეორე მხარემაც გამოთქვა.

“ჯანდაცვის სამინისტროში საინიციატივო ჯგუფთან დაგეგმილი შეხვედრის მიზანი იმ კონკრეტული ნაბიჯებზე მსჯელობა იქნება, რომელიც შესაძლოა, სამომავლოდ გადაიდგას. სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზანია, დასაქმებულების შრომითი უფლებები და პირობები იყოს ადეკვატური და შესაბამისად, ის სერვისები, რომელიც ბენეფიციარებს მიეწოდებათ, იყოს ხარისხიანი.

ამ მიმართულებით უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების დ ასევე, სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურების მომატების შესახებ დოკუმენტი ძალაშია შესული”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი 17 იანვარს გაიფიცა. ერთ-ერთი გაფიცული სოციალური აგენტი, თეა ნარიმანიშვილი ამბობს, რომ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, მათ შორის სოციალური აგენტები, უფროსი სოციალური აგენტები, სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები, იურისტები და მთავარი სპეციალისტები პროტესტს გააგრძელებენ.

ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის შესაბამისი ანაზღაურება აქვთ. ეს ზურაბ აზარაშვილმა 17 იანვარს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.