მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tass.ru: “ნოვოსიბირსკის რეგიონში ახალი ხორბალი გაძვირდა ”

5f50a47620af6
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.20 16:10
1849

რუსული გამოცემა Tass.ru-ს ცნობით, ნოვოსიბირსკის რეგიონში ხორბლის ახალ მოსავალზე ფასი გაიზარდა. გამოცემა ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის რეგიონული სოფლის მეურნეობის მინისტრის ევგენი ლეშენკოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მიმდინარე კვირიდან ჩვენ დავიწყებთ მიმდინარე წლის მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციას. მესამე ხარისხის ხორბლის საშუალო ფასი 1 ტონაზე 12 298 რუბლი იქნება, ხოლო მეოთხე ხარისხისაზე - 11 450 რუბლი. ხორბლის სარეალიზაციო ფასი 2019 წლის ფასზე მნიშვნელოვანად მაღალია და ხორბლის მეურნეობის რენტაბელობის მიმზიდველ დონეს აყალიბებს“, - განაცხადა რეგიონული სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

როგორც გამოცემა tass.ru წერს, ხობრლის ღირებულების ზრდა გვალვის შედეგად მიღებულმა დანაკარგებმა გამოიწვია, რომელმაც რეგიონის რაიონების უმრავლესობა დააზარალა.

მაისის დასაწყისიდან ნოვოსიბირსკის რეგიონის რამდენიმე რაიონში გვალვა იყო, რამაც შედარებით რთული მდგომარეობა რეგიონის ჩრდილო დასავლეთში შექმნა. აგვისტოს დასაწყისში რეგიონული სოფლის მეურნეობის მინისტრმა გვალვის შედეგად მიღებული ეკონომიკურ დანაკარგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფინანსური ზარალი 5 მლრდ რუბლს აღემატება. ნათესი ფართობის მოცულობა კი, რომელსაც გვალვის შედეგად ზიანი მიადგა 730 ათას ჰა-ს შეადგენს, რაც ნათესების საერთო ფართის 33%-ია.

ცნობისთვის, საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალზე 100%-მდე გაიზარდაოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული 223 ათასი ტონა ხორბლის 100% რუსული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები