მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Capital: სარემონტო მასალებით ვაჭრობის სფეროში გაყიდვები გააქტიურებულია

6132327b1bb61
BM.GE
03.09.21 21:00
546
TBC Capital-მა ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში სარემონტო მასალებით ვაჭრობა არამხოლოდ 2020 წლის, არამედ 2019 წლის მაჩვენებლესაც აღემატება. 

"2019 წელთან შედარებით, სამშენებლო მასალებზე უნაღდო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 77%-ს გაუტოლდა, 24-30 აგვისტოს პერიოდში.

ავეჯსა და მოწყობილობებზე უნაღდო ხარჯვამ წინა კვირასთან შედარებით უმნიშვნელოდ დაიკლო. ცვლილებამ, 2019 წელთან შედარებით, 65% შეადგინა.

ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა სტაბილურია, 2019 წელთან შედარებით გაყიდვების მატბა 66%-ია,"- ნათქვამია ანგარიშში. 

TBC Capital-ის ანგარიში უნაღდო გარიგებებს ეხება, უნაღდო გადახდები კი სარემონტო და სამშენებლო მასალებით ვაჭრობის სექტორის რეალიზაციის არა სრულ, არამედ გარკვეულ ნაწილს მოიცავს, რის გამოც უცნობია მთლიანობაში ზუსტად რამდენად არის აღნიშნული ბაზარი გააქტიურებული.