10.ივლისი .2020 11:27

TBC Research: თიბისიში იპოთეკური სესხების განაცხადები თვიურ ჭრილში 52%-ით გაიზარდა

views 451
უკან

TBC Research-მა საქართველოს ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. მიმოხილვის თანახმად, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დაანონსებამ"თიბისი ბანკში" იპოთეკური სესხების აპლიკაციების რაოდენობა თვიურ ჭრილში 52%-ით გაზარდა. 

"2 ივლისის მდგომარეობით, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო მაჩვენებლის ცვლილება წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. ბაზარი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ეფექტის მოლოდინშია,"- ნათქვამია თიბისი რისერჩის ანგარიშში. 

საქართველოს მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 28 მაისს დაანონსა, პროგრამის ფარგლებში სესხების გაცემა კი დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა