მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება

5f50cc3d06f2a
BM.GE
03.09.20 14:56
1041
ქართველი სტუდენტების უნგრეთში გამგზავრების და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება. ფრენას ავიაკომპანია Myway Airlines-ი 8 სექტემბერს, შემდეგი განრიგით განახორციელებს:

8 სექტემბერი, თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი (გაფრენა 12:00, მოფრენა 19:30)

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი - ბუდაპეშტის საჰაერო ხაზზე, სპეციალური რეისი ორიენტირებულია ქართველი სტუდენტების ტრანსპორტირებაზე უნგრეთის ან ტრანზიტულად, ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით. რაც შეეხება ბუდაპეშტი - თბილისის მიმართულებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთების შეძენა ავიაკომპანია Myway Airlines-ის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არ იქნება 200 ევროზე მეტი. ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.