მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი საქართველოს მშპ-ის 50%-ს ქმნის

61c57b5f0cf7a
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.21 11:52
1402
თბილისი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 50.5%-ს ქმნის, ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის თანახმად, დედაქალაქის ეკონომიკური გამოშვება ყველა დანარჩენი რეგიონის მშპ-ს აღემატება. თბილისის შემდეგ საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდი წვლილი აჭარას შეაქვს, რომელზეც მთლიანი ეკონომიკის 8.9% მოდის. მესამე ადგილს 8.4%-ით იმერეთი იკავებს. ბოლო ადგილებზე კი 1.6%-ის წილით გურია და 0.6%-ით რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია.

მთლიანი შიდა პროდუქტი რეგიონების მიხედვით:

თბილისი - 50.5%, ზომა 22 მლრდ ლარი;
აჭარა - 8.9%, ზომა 4.4 მლრდ ლარი;
იმერეთი - 8.4%, ზომა 3.7 მლრდ ლარი;
ქვემო ქართლი - 8%, ზომა 3.2 მლრდ ლარი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6.4%, ზომა 2.5 მლრდ ლარი;
კახეთი - 5.1%, ზომა 2.2 მლრდ ლარი;
შიდა ქართლი - 4.4%, ზომა 1.7 მლრდ ლარი;
სამცხე-ჯავახეთი - 3.5%, ზომა 1.4 მლრდ ლარი;
მცხეთა-მთიანეთი - 2.6%, ზომა 1 მლრდ ლარი;
გურია - 1.6%, ზომა 723 მლნ ლარი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.6%, ზომა 261 მლნ ლარი.