მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ჩარტერული რეისები შესრულდება

5f58c396c8326
ინგა მურუსიძე
09.09.20 16:20
806
20, 23 და 27 სექტემბერს Turkish Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანია „ანადოლუჯეტი“, თბილისი-სტამბოლის (საბიჰა გოქჩენის აეროპორტი) მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს იმას, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.