მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თურქეთსა და საქართველოს შორის 4 ავიაკომპანია იფრენს

64185b76a316a
BM.GE
20.03.23 17:09
1271
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თურქეთსა და საქართველოს შორის ოპერირებას 4 თურქული ავიაკომპანია მოახდენს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ორ ქვეყანა შორის მგზავრთა გადაყვანას უზრუნველყოფენ: Turkish Airlines-ი, Turkish Airlines-ის შვილობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AnadoluJet-ი, ასევე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი და SunExpress-ი.

„2023 ზაფხულის სეზონზე თურქეთის მიმართულებით სტამბოლის გარდა გვექნება ფრენები ანკარას (Pegasus - 26 მარტიდან კვირაში 2 სიხშირე, SunExpress - 05 ივნისიდან კვირაში 1 სიხშირე), იზმირის (Pegasus - 28 მარტიდან კვირაში 2 სიხშირე, SunExpress 03 ივნისიდან - კვირაში 2 სიხშირე) და ანტალიის (Pegasus – 27 მარტიდან კვირაში 4 სიხშირე, ხოლო 4 ივნისიდან კვირაში 5 სიხშირე, Sunexpress – 27 მაისიდან კვირაში 2 სიხშირე) მიმართულებებით“, - აცხადებენ TAV Georgia-ში.

კომპანიის ინფორმაციითვე, Turkish Airlines-ი სტამბოლიდან დღეში 5 რეისს შეასრულებს, მათ შორის 1 რეისს AnadoluJet-ი მოემსახურება, რეისი საბიჰა გოგჩენის აეროპორტის საშუალებით განხორციელდება.

რაც შეეხება Pegasus-ს, ავიაკომპანიას სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან ექნება კვირაში 17 რეისი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები