მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მეორე დღეს გიორგი გახარია გახსნის

5daf0d6bd8c77
თელარა გელანტია
23.10.19 09:00
908
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის.

მთავრობის მეთაური ფორუმის მონაწილეებს მისასლმებელი სიტყვით 10:00 საათზე მიმართავს.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღის პირველი სესიის თემატიკაა - საქართველოს განვითარება და მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობა. მომხსენებლებს შორისაა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ცნობისთვის: "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პატრონაჟით ტარდება.

ფორუმი მთავრობებსა და ბიზნესებს შორის მაღალი დონის დიალოგს წარმოადგენს, ეს არის პლატფორმა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში უკვე ჩანიშნულია 200-მდე ბ2ბ შეხვედრა.