08.მაისი .2021 15:24

თბილისის მერია კუს ტბაზე კუს ქანდაკების დადგმას აპირებს

თბილისის მერია კუს ტბაზე კუს ქანდაკების დადგმას აპირებს
views 2169
უკან

თბილისის მერია კუს ტბაზე კუს ქანდაკების დადგმას აპირებს – შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა გუშინ გამოცხადდა. შესყიდვის ღირებულება 23 992 ლარია.




ტენდერში წინადადებების მიღება 23 მაისს იწყება და 28 მაისს დასრულდება.

კუს ტბის მიმდებარედ ახალი ქანდაკება ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღის ვადაში უნდა დაიდგას. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ნაგებობა უშუალოდ კუსტბის მთავარ შესასვლელთან უნდა განთავსდეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა რამდენიმე კვირის წინ კუს ტბის რეკონსტრუქცია დააანონსა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა