თბილისის მერია მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზანდუკელის პირველ ნომერში მდებარე მემორიალურ სახლ-მუზეუმს მისი ავთენტური სახე შეუნარჩუნდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულება 2023 წლის ნოემბერში იგეგმება.
„მერაბ კოსტავა ერთ-ერთი მათგანია, ვინც საქართველოსთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სამუშაოებს ვიწყებთ. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ასევე იმ ფართში, რომელიც თბილისის მერიამ კერძო პირისგან გამოისყიდა“, - განაცხადა კალაძემ.