მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერობისთვის გიორგი გახარიაც იბრძოლებს

612f976e2e11c
თელარა გელანტია
01.09.21 19:05
2861
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა.

გახარია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატებს, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და თბილისის სიის წევრებს ამ წუთებში წარადგენს.

„მე მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან, მეგობრებო, თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან და მე სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომლებსაც უაღრესად მძიმე პირობებში უწევთ დღეს ბრძოლა საქართველოს მოქალაქებიის ინტერესების დასაცავად, მე ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში", - თქვა გახარიამ და დასძინა, რომ დღეს ქალაქს ნეპოტიზმისგან დაცლილი გარემო სჭირდება.

"მე ამ ქალაქში დავიბადე, მე თბლისში გავიზარდე და ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს. კარგად მესმის, რომ ამ ქალაქს სჭირდება ღირსების შენარჩუნება, ამ ქალაქს სჭირდება კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან დაცლილი სუფთა გარემო, ამ ქალაქს სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში მეგაპოლისი, ამ ქალაქს სჭირდება მეგაპროექტები. ჩვენ კონკრეტულ გეგმას შევთავაზებთ თბილისელებს, როგორ უნდა გახდეს ის პირველი მეგაპოლისი ჩვენს დიდ რეგიონში“, - დასძინა მან.

გახარიამ თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრებიც დაასახელა. 

1. ლევან დოლიძე

2. ზაზა თავაძე

3. სალომე კობალაძე

4. გიორგი შარაშიძე

5. დავით ფარცვანია

6. თამარ (ტატა) ხვედელიანი

7. ეკატერინე ვეფხვაძე

8. მალხაზ მჭედლიშვილი

9. საბა ჯიქიძე

10. გიორგი სოსელია

11. თიკო თვალაძე

12. გიორგი კიკნაველიძე

13. ზაურ რეხვიაშვილი

14. ქეთევან ბაკარაძე

15. ვატო ფაჩულია.