მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გუშინდელ აქციაზე ათეულობით საჯარო მოხელე შემხვდა... ვერ შეაშინეთ” - ბექა ლილუაშვილი

საქართველოსთვის

“არავის უნდა გაუკვირდეს, ათასობით ადამიანი ქუჩაში რომ დგას” - პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ბექა ლილუაშვილი, პლენარულ სხდომაზე, რომელზეც რუსულ კანონს განიხილავენ, სამოქალაქო პროტესტსა და მასში საჯარო მოხელეების ჩართულობას აფასებს.

“ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ხელისუფლებას შემოაქვს კანონი, რომლითაც ტოლობის ნიშნავს სვამს საქართველოს ისტორიულ მტრებს და ისტორიულ მოკავშირეებს, მეგობრებს შორის. იცით ვინ იდგა გუშინ აქციაზე? ახალგაზრდები. ის ადამიანები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში პირდაპირ უპირისპირდებოდით, ათასგვარ კამპანიას შლიდით მათი დისკრედიტაციისთვის. ვერ შეაშინეთ ეს ხალხი.

ვერ შეაშინეთ ვერც საჯარო მოხელეები. ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ერთი წლის წინაც, მანამდეც, ევროპის მხარდამჭერ აქციაზე ასი ათასობით ადამიანთან ერთად იდგნენ და ყველაზე მეტი გაუკეთებიათ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. გუშინ, როცა აქციაზე გავედი, ათეულობით საჯარო მოხელე შემხვდა, რომლებიც იქ იდგნენ და აპროტესტებდნენ ამ საკითხს - ამიტომ ვერავის დააშინებთ. ყველაზე უკეთ ამ ხალხმა იცის, რას უკეთებთ იმ მიღწევას და მონაპოვარს, რაშიც მათ ყველაზე დიდი ძალისხმევა აქვთ ჩადებული”, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის პარალელურად, პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ კიდევ ერთხელ ინიცირებულ რუსულ კანონს აპროტესტებენ.

"ქართული ოცნება" თავს საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს - ნანა მალაშხია

„არა რუსულ კანონს" - სტუდენტები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები