მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსი ელექტროსკუტერებზე

5ea9b49f19d87
თამთა ჯიჯავაძე
29.04.20 21:08
2638
ორი დღის წინ ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ თბილისში შემოიყვანა ელექტრო თვითმგორი (სკუტერი), რასაც თბილისის მერი და ტრანსპორტის განვითარების საგენტო სიხარულით შეხვდა, როგორც გადაადგილების ალტერნატიულ შესაძლებლობას, ასევე მნიშვნელოვანი იყო რომ ეს იყო კერძო ინიციატივა და ამაში ბიუჯეტის ფული არ იხარჯებოდა, – ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი წერს.

"მოხდა საოცრება, "მემარჯვენედ" პოზიციონირებადი პირები აღშფოთებულები შემოვარდნენ სააგენტოს გვერდზე უკმაყოფილებით თუ რა ძვირია და როგორ არ დავასუბსიდირეთ აღნიშნული პროექტი და როგორ არ გავხადეთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი საზოგადოების ყველა ფენისთვის.

მინდა განვმარტო მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს არის კერძო ბიზნესი.

მათ თავისი გათვლებით დაადგინეს ფასი. თუ ბაზარი ამ ფასს ვერ მიიღებს, აუცილებლად მოუწევთ ფასების გადახედვა. იმტომ რომ ფასს, საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნა- მიწოდებას უხილავი ხელი არეგულირებს.

ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ კერძო ბიზნესის განვითარებას!

ჩვენ არ ვგეგმავთ ვუკარნახოთ ფასები და არ ვარღვევთ კონკურენციის პრინციპებს!

მივესალმები მეტ ასეთ ახალ წამოწყებას!

ნაკლები გამონაბოლქვი და მეტი ალტერნატიული გადაადგილების შესაძლებლობა თბილისს", – წერს ვიქტორ წილოსანი.

შეგახსენებთ, თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი პროექტი ამოქმედდა, რომელიც „აჭარა ჯგუფის“ კომპანია "სქროლმა" ამერიკულ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ელექტროსკუტერების დედაქალაქის 10-ვე რაიონში გადანაწილდება. ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა. პროექტის განმახოციელებელი კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, დღეისთვის თბილისში 300 სკუტერია, ეტაპობრივად სკუტერების რაოდენობა თბილისში გაიზრდება და კვირის ბოლოსთვის 1 000 სკუტერი იქნება.