მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა 5-ჯერ გაიზარდა

631cc4c0860f6
ლიკა მეგუთნიშვილი
09.09.22 21:05
1930
დღეიდან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე გაიზარდა. თბილისის მერიის ინიციტივით შემუშავებული საკნონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით დაამტკიცა.

არასწორის პარკირების გარდა, სანქციები გაიზარდა დგომა-გაჩერების სხვა შემთხვევებზეც, კერძოდ: ავტომობილის ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით.

მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსისა და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი კი, დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას.

გარდა ამისა, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ტაქსის მძღოლებს საშუალება ეძლევათ იმოძრაონ ან გაჩერდნენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით.

ცნობისთვის: თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2022 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით სულ გამოყოფილია 28 898 პარკირების ადგილი, ეს რაოდენობა კი 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით 32 257 ერთეული იყო. მას შემდეგ რაც დედაქალაქის მერიამ კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, საპარკინგე ადგილების რაოდენობა 3 359 ერთეულით შემცირდა.