18.სექტემბერი .2021 20:19

თბილისში ახალი სანაყინე გაიხსნა - „გუნდა ბარის“ განსხვავებული შეთავაზება სტუმრებს

თბილისში ახალი სანაყინე გაიხსნა - „გუნდა ბარის“ განსხვავებული შეთავაზება სტუმრებს
views 1105
უკან

რამდენიმე დღეა, რაც თბილისის ცენტრში, კოსტავას 21-ში, ქართველის და სამხრეთ აფრიკელი ცოლ-ქმარის კოლაბორაციით „გუნდა ბარი“ ამოქმედდა, სადაც მისულ სტუმარს სტრიტფუდის პირობებში სხვადასხვა დასახელების ნაყინის, მათ შორის ნაყინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი კოქტეილების დაგემოვნება შეეძლება.

კლინტონ ლიუბემ, ლიზა ლოცმა და ნატალია ფარცხალაძემ ერთობლივი საქმე 40 000 ლარის ინვესტიციით წამოიწყეს. BM.GE-სთან საუბრისას ბარის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატალია ფარცხალაძე ამბობს, რომ მათთან ნაყინის გუნდების დაგემოვნება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება.


„გუნდა ბარის ამოქმედების იდეა მეგობრებთან ერთად რამდენიმე თვის წინ გამიჩნდა, მაშინ როდესაც კლინტონმა ლავანდის ნაყინი გამასინჯა, მივხვდი რომ ის სხვებსაც უნდა დაეგემოვნებინათ. მაშინ დავიწყოთ ამაზე ფიქრი და სექტემბერში გავხსენით.

ნაყინის ყველასთვის გვაქვს, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ჩვენ ნაყინს ვთავაზობთ, როგორც ბავშვებს ასევე მშობლებს. გვაქვს ასევე ნაყინი დიდებისთვის - ყველანაირი ალკოჰოლისგან დამზადებული, რაც საინტერესო შეთავაზება იქნება უფროსებისთვის. გუნდა არის ნაყინის და ნაყინის კოქტეილების და მილქშეიქების ბარი. ჩვენ საუკეთესო რესტორნების ნაყინები განსხვავებული სერვირებით მომხამრებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ“, - ყვება ნატალია ფარცხალაძე.



მეკობრეების ნაყინი ყავით, რომითა და მოპარული განძით, ესპრესო და ვანილი - აფიგატოს ოცნება, ახლადდაწურული ლიმონის ნაყინი მობრაწული მაშმალოუთი თეთრი შოკოლადის კნატუნა ვაფლში - ეს „გუნდა ბარის“ კომბინაციების რამდენიმე დასახელებაა. დამფუძნებელი ამბობს, რომ ისინი მომხმარებელს მუდმივად 17 დასახელების ნაყინს სხვადასხვა კომბინაციებით შესთავაზებენ, რომელიც სეზონურობის მიხედვით ხილის სახეობებთან ერთად შეიცვლება. შეთავაზებებს შორის აუცილებლად იქნება ქართული ნოტებიც, მაგალითად ისეთი, როგორიც შემოდგომაზე საფერავის სორბეა.

„საუკეთესო რესტორნები ჩვენთან მომხმარებლისთვის განსხვავებული საფასო პოლიტიკა გვექნება. პერიოდულად სხვადასხვა სახეობის ნაყინსა თუ ყავაზე ფასები შეიცვლება და მომხმარებელს სიურპრიზებსაც შევთავაზებთ“, - ამბობს თანადამფუძნებელი და დასძენს, რომ გუნდას ნაყინი მხოლოდ ნაყინი არ არის და რომ ის სტუმრებს წელიწადის ნებისმიერ დროს გემრიელი ჰაეროვანი ცივი გუნდებით გაუმასპინძლდება. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა