მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში დამატებით 23 ელექტროდამტენი დამონტაჟდება

62568d2f4a5e3
მარიამ იზორია
13.04.22 13:03
665
დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟებულ 45 ელექტროდამტენს კიდევ 23 დამტენი დაემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროეწქტისთვის მუნიციპალიტეტის სახსრები არ დახარჯულა, რადგან მერიამ ბიზნესთან თანამშრომლობით სპეციალური მოდელი შეიმუშავა.

მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თბილისში არსებული დამტენების გამართულობის პრობლემა დღეისთვის უკვე სრულად მოგვარებულია.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავალებული ჰქონდა ქალაქის მასშტაბით, ელექტროდამტენები განთავსებულიყო. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წავახალისოთ ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოსა და, რა თქმა უნდა, თბილისში. ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, ბიზნესთან თანამშრომლობით, 45 ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ ისე, რომ მუნიციპალიტეტიდან თანხები არ დახარჯულიყო.

დღეს 45-ვე ლოკაციაზე განთავსებული ელექტროდამტენები მუშაობს გამართულად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადასახადი არის ნული. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება წავახალისოთ. ჩვენ ასევე, ვმუშაობთ სხვა ლოკაციაზე დამტენების განთავსებაზე. 23 დამატებითი ლოკაცია გვაქვს, სადაც ელექტროდამტენებს განვათავსებთ და ქალაქის მასშტაბით, ელექტრომობილების დატენვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კალაძემ.