მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მცხეთასა და რუსთავში სასმელი წყლის ტარიფები გაიზარდა

5feb073a5bdb7
შოთა ტყეშელაშვილი
29.12.20 14:44
1861
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ მხარი დაუჭირა დედაქალაქში, ასვე მცხეთასა და რუსთავში სასმელი წყლის ტარიფის ზრდას. ახალი ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2023 წლის ჩათვლით იმოქმედებს. ახალი ტარიფის ორივე შემადგენელი კომპონენტი - "წყლის მიწოდება" და "წყალარინება" (კანალიზაცია) გაძვირებულია. 

თბილისსა და მცხეთაში ახალი ტარიფები ასე განისაზღვრება:

1) გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ სულზე თვეში 4.518 ლარი იქნება, რაც არსებულ ტარიფს 0.627 ლარით აღემატება. 
2) გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 0.500 ლარი, რაც არსებულ ტარიფს 0.171 ლარით აღემატება;
3) არსაყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტზე 6.503 ლარი, რაც არსებულ ტარიფს 2.100 ლარით აღემატება. 

რაც შეეხება შპს "რუსთავის წყალს", გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 40 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა. გაუმრიცხველიანებული მომხარებლებისთვის ტარიფი 2.2 ლარის ნაცვლად 3 ლარი გახდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ნაწილში ტარიფმა 10 თეთრით მოიმატა და 3.7 ლარი იქნება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სოციალურად დაუცველებისთვის წყლის ტარიფის მატებას სრულად დაასუბსიდირებს.