მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

5ddffc326ad7e
BM.GE
28.11.19 22:33
875
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო პარტნიორობის დამყარება.

თბილისს ამ დღისთვის 11 თურქული კომპანია ეწვია ენერგეტიკის სექტორიდან. ფორუმს სფეროთი დაინტერესებული ადგილობრივი მეწარმეები დაესწრნენ და ორმხრივი (B2B) შეხვედრები გამართეს.

"ბიზნესფორუმი მიზნად ისახავს ქართული და თურქული კომპანიების დაკავშირებას. ჩვენი მიზანია, თურქეთისთვის საქართველო არა მხოლოდ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენდეს, არამედ აქცენტი გავაკეთოთ ერთობლივი საწარმოების შექმნაზე და საინვესტიციო გარემოზე. ასევე, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ საექსპორტო შესაძლებლობაზეც, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. დღევანდელ ბიზნესფორუმზე წარმოდგენილი ენერგეტიკის სექტორზეა
ორიენტირებული და, ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაწყების საფუძველი გახდება,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

სამომავლოდ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ სხვადასხვა სექტორული ბიზნესფორუმის გამართვას აანონსებს როგორც თურქულ, ისე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან.