06.ივნისი .2022 22:24

თბილისთან ახლოს სახლის ქირაობა 1 თვით საშუალოდ $3 500 ღირს, გასულ წელს კი 1 500$ ღირდა - "უძრავი ქონების ასოციაცია"

თბილისთან ახლოს სახლის ქირაობა 1 თვით საშუალოდ $3 500 ღირს, გასულ წელს კი 1 500$ ღირდა -  "უძრავი ქონების ასოციაცია"
views 3378
უკან

თბილისთან ახლოს, აგარაკის ქირაობაზე ფასი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა. “საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის” მრჩეველთა საბჭოს წევრი ვაჟა მებაღიშვილი აღნიშნავს, რომ თბილისთან ახლოს სახლის ქირაობა ერთი თვით წელს საშუალოდ $3 500 ღირს, მაშინ, როცა 2021 წელს 1 500$ ღირდა.

მისივე განმარტებით, ფასების მატება აგარაკებზე რუსი და ბელარუსი მიგრანტების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ ავტომატურად გამოიწვია.

“2022 წლის ზაფხულის დადგომასთან ერთად ქალაქგარეთ ბინების გაქირავებაზე ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-50%-მდე გაიზარდა, რასაც ქვეყანაში რუსი და ბელარუსი მოქალაქეების შემოდინებას, ასევე ინფლაციურ პროცესებს ვუკავშირებთ. მოთხოვნა ძირითადად წყნეთზე, საგურამოსა და წავკისზეა. ეს ადგილები ლიმიტირებულია და რთულია ის ყველამ იქირაოს", - აღნიშნა მებაღიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა