მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში ელექტროენერგიის მოხმარება 9.9%-ით გაიზარდა

5e6f8bbf77967
დავით ჯალაღონია
16.03.20 20:00
1037
თებერვალში ელექტროენერგიის მოხმარება 9.9%-ით გაიზარდა და მილიარდ 149 მილიონ 234 ათასი კილოვატი საათი შეადგინა. ამ მონაცემებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ავრცელებს.

ესკო-ს მონაცემებით, პირდაპირი მომხმარებლების, ანუ ქარხნებისა და კრიპტოვალუტების მწარმოებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 57.6%-ით გაიზარდა. ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ზრდამ 21.8% შეადგინა.

თბილისმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.5%-ით მეტი ელექტროენერგია გახარჯა. რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ რეგიონებს, აქ პირიქით, მოხმარება 12.7%-ით შემცირდა.