სამომავლოდ, თელ – ავივში, A– დან B– პუნტქამდე გადაადგილება უქმეებზე უფრო მარტივი გახდება. ისრაელი ებრაელთა დასვენების დღეს - შაბათს- საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საკითხს განიხილავს. როგორც თელ-ავივის ადმინისტრაციაში განაცხადეს, წლის ბოლომდე შაბათობით ავტობუსები ქალაქის მასშტაბით შვიდ მიმართულებაზე იმუშავებენ, სამომავლოდ კი რეისები ისე შესრულდება, როგორც სამუშაო დღეებში.
ამ გადაწყვეტილებით ისრაელის სიდიდით მეორე ქალაქი თელ-ავივი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე რელიგიური მთავრობის წინააღმდეგ მიდის. ებრაული რჯულის კანონების თანახმად, შაბათობით ავტობუსების, მატარებლებისა თუ სხვა სახის ტრანსპორტის გამოყენება აკრძალულია, ისევე როგორც ლიფტებით სარგებლობა. შეზღუდულია ტექნიკის მოხმარება, ელექტრო ენერგიის ჩართვა და ა.შ. აკრძალვა პარასკევს საღამოს იწყება და შაბათს საღამომდე გრძელდება.
ამიტომ ისრაელში შაბათობით საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. აქამდე გამონაკლისს საპორტო ქალაქი ჰაიფა წარმოადგენდა. აქ დიდი არაბული საზოგადოება ცხოვრობს და შესაბამისად, ავტობუსები მთელი კვირის განმავლობაში მოძრაობს.
მთავრობის მორწმუნე წარმომადგენლები მსგავს გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ. Times of Israel-ის ინფორმაციით, სულ ცოტა ხნის წინ შაბათობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება ქალაქ რამატ განმაც დაუშვა, საკითხს, ბევრი პოლიტიკური პარტია კრიტიკულად შეხვდა და შაბათის სიწმინდის ღირებულებების განადგურებაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები ქვეყანაში ჩასულ უცხოელ ტურისტებს დიდ პრობლემებს უქმნის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის