მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰამასთან ომი ისრაელს დამატებით $14 მილიარდი დაუჯდება

ჰამასი

ისრაელის მთავრობა 2024 წლის ბიუჯეტის გადახედვას და სამხედრო ხარჯების გაზრდას გეგმავს. ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, ჰამასის წინააღმდეგ ომის წარმოება ქვეყანას დამატებით 14 მილიარდი დოლარი დაუჯდება, რაც მომავალ წელს ბიუჯეტის დეფიციტის გასამმაგებას გამოიწვევს.

ისრაელის ცენტრალური ბანკი წინასწარი გამოთვლებით, ჰამასთან ბრძოლა ისრაელს დაახლოებით 53 მილიარდ 400 მილიონი დოლარი უჯდება. უნდა აღნიშნოს, რომ ეს რიცხვი არ მოიცავს ფინანსთა სამინისტროს მიერ დასახელებულ $14-მილიარდიან კორექციას, ანუ საერთო ხარჯები, სავარაუდოდ, 67 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

მთავრობის პროგნოზით, საომარი ხარჯები 2025 წლამდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე ნეგატიურად აისახება.

ინფორმაციისთვის: ისრაელში ომი 7 ოქტომბერს, ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაიწყო, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიში მოჰყვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ომის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები