ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის განხორციელებიდან უკვე 53 დღეა გასული, ამ პერიოდის განმავლობაში კი დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი მოცულობის რესურსები დახარჯეს.
ისრაელის ცენტრალური ბანკი წინასწარი გამოთვლებით ჰამასთან ბრძოლა ისრაელს დაახლოებით 53 მილიარდ 400 მილიონი დოლარი უჯდება, ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი შეიარაღებული ძალების მომარაგებაზე მოდის. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული თანხა არ მოიცავს ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალის მოცულობას და ის მხოლოდ საოპერაციო ხარჯებს ითვალისწინებს.
მთავრობის პროგნოზით, საომარი ხარჯები 2025 წლამდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე ნეგატიურად აისახება. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ წელს ისრაელის ეკონომიკის შემცირება პროგნოზირებული არ არის.
ცენტრალური ბანკის გათვლებით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება, რაც 0.3%-ით ნაკლებია ვიდრე პროგნოზირებული მაჩვენებელი, თუმცა ის მაინც პოზიტიურ შედეგს წარმოადგენს.