მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla რეკორდული გაყიდვების შესახებ აცხადებს

60881c67eed2a
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.21 21:35
612
ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla პირველი კვარტალის რეკორდული გაყიდვების შესახებ აცხადებს. როგორც ავტოკონცერნი აღნიშნავს, კომპანიამ წელი კარგი მაჩვენებლებით დაიწყო და იანვარ-მარტის პერიოდში გაყიდვებმა 16 მილიონი აშშ დოლარით მოიმატა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, კომპანიამ 438 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მოგება მიიღო, ხოლო კომპანიის შემოსავლებმა 10.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად გასული წლის I კვარტალის - 6 მილიარდი აშშ დოლარისა.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი აცხადებს, რომ ყველაზე გაყიდვადი მოდელი საშუალო ზომის სედანი Model 3-ია და მისი პროგნოზით, მომავალი წლის „ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი Model Y-ი იქნება“.

მასკის თქმით, ყველაზე მეტი მოთხოვნა Model Y-ის ავტომობილებზე ჩინეთის ბაზარზე ფიქსირდება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია ელექტრომობილებზე მოთხოვნადობის კუთხით.