მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla ზოგიერთი მოდელის ფასს ამცირებს

602e94d88e205
ნათია თაქთაქიშვილი
18.02.21 21:39
723
ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla ზოგიერთი მოდელის ფასს ამცირებს, კერძოდ კომპანია Model 3-ის სედანის და Model Y-ის ქროსოვერის ფასს შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Model 3-ის შემთხვევაში ფასი 1,000 აშშ დოლარით შემცირდება და ნაცვლად 37,990 აშშ დოლარისა, ავტომობილი 36,990 აშშ დოლარი ეღირება. Model Y-ის შემთხვევაში, ავტომობილის ღირებულება 2,000 აშშ დოლარით დაიკლებს და 39,990 აშშ დოლარი ეღირება. Tesla-ს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, Model Y-ის საწყისი ფასი 41,990 აშშ დოლარს შეადგენდა.

ელექტრომობილების მწარმოებელის გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ კომპანია გაყიდვების გაზრდას ისახავს მიზნად. შეგახსენებთ, კომპანიამ 2020 წელს 499,550 ავტომობილი გაყიდა, რითაც Wall Street-ის პროგნოზს (431,261 ავტომობილს) გადააჭარბა.