მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: რესტორნების მიმართ სოლიდარული ვარ

6013d85d6482c
ინგა მურუსიძე
29.01.21 14:37
1063
"მე მესმის რესტორნების, სოლიდარული ვარ მათი", - ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რესტორნების მიერ ხვალ დაგეგმილ აქციას და ასევე, პროტესტის იმ ფორმას, რომლითაც  ხვალ 100-ზე მეტი რესტორანი 24 საათით მუშაობას შეწყვეტს.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ყველა ბიზნესის სოლიდარულია, მათ შორის რესტორნების და მთის კურორტებზე დასაქმებულების, თუმცა ქვეყნის ერთბაშად გახსნით იგივე შედეგს მივიღებთ, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო.

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, მობილობის სრულ აღდგენას მხარს ვერ დაუჭერს, რადგან კიდევ ერთ მასშტაბური ეპიდაფეთქება ყველასთვის ძალიან მძიმე იქნება.

„ვირუსი არსად გამქრალა, აქ არის, გვერდზე. ერთბაშად დიდი მობილობა ქვეყანაში ვერ იქნება. უნდა დავაკვირდეთ ორკვირეულ მონაცემებს და რიგითობით გავხსნათ ბიზნესები. თანდათან რესტორნებიც გაიხსნებიან. იგივე უკმაყოფილება ისმის ადამიანების მხრდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაკეტვის გამო. სკოლებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? ერთბაშად რომ გავხსნათ ყველაფერი, მივიღებთ იმას, რაც შემოდგომის ბოლოს გვქონდა და ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.