მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Theneo-მ აშშ-ის მხარდაჭერით $1.5 მლნ-ის ინვესტიცია მოიზიდა - საელჩო

637350135747b
ვიქტორია მღებრიშვილი
15.11.22 12:46
804
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპ Theneo-ს დამფუძნებელთან შეხვედრის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელმაც აშშ-ის მხარდაჭერით 1.5 მლნ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

საელჩოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანის და ანა რობაქიძის ერთობლივი ფოტო ახლავს და აღნიშნულია, რომ ამერიკა სწორედ ასეთი სტარტაპების გამო უჭერს საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარებას მხარს.

„ქართველი ინჟინერი ქალის, ანა რობაქიძის დიდი წარმატება ერთად აღვნიშნეთ. მისმა კომპანია Theneo-მ საქართველოში მოპოვებული აღიარების შემდეგ შეერთებული შტატების მხარდაჭერით $1.5 მილიონი ინვესტიცია მოიზიდა. ანა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვუჭერთ მხარს საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემოს განვითარებას“, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ პოსტში.

ცნობისთვის: ანა რობაქიძის ქართულ-ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-ში გაიმარჯვა. აღნიშნული კონფერენცია ლისაბონში გაიმართა და მას 70 ათასი ადამიანი და მსოფლიოს არაერთი წამყვანი კომპანიისა თუ სტარტაპის წარმომადგენელი ესწრებოდა.

Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მარტივად და სწრაფად შევქმნათ ხარისხიანი და ინტერაქციული API-დოკუმენტაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები