მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Thomas-Cook-ის გაკოტრება: ესპანეთში 500 სასტუმროს დახურვა ემუქრება

5d92f7f50f897
მიხეილ ხაჩიძე
01.10.19 23:00
2119

უძველესი ბრიტანული ტურისტული კონცერნის Thomas-Cook-ის გაკოტრების გამო, ესპანეთში ასობით სასტუმროს დახურვა ემუქრება. როგორც ქვეყნის სასტუმროებისა და ტურიზმის ასოციაციების პრეზიდენტმა განაცხადა, საფრთხის ქვეშ ამ დროისათვის 500 სასტუმროა.


ხუან მოლასი ესპანურ გაზეთ Cinco Días-სთან ამბობს იმასაც, რომ "სიტუაცია შესაძლოა უფრო გაუარესდეს, თუ მთავრობა დაუყოვნებლივ არ გაატარებს საწინააღმდეგო ღონისძიებებს’’.



ცნობილმა ბრიტანულმა ტურისტულმა სააგენტომ Thomas Cook-მა, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ესპანეთშიც ღია ანგარიშები დატოვა. ქვეყნის სასტუმროებისა და ტურიზმის ასოციაციების პრეზიდენტის ვარაუდით, კომპანიას ტურისტული სფეროს სულ მცირე 200 მილიონი ევროს ვალი აქვს.

 



Thomas Cook-მა გაკოტრების შესახებ გასულ კვირას გამოაცხადა. ამით სერიოზული დარტყმა მიადგა ესპანეთის ტურისტულ ინდუსტრიას. ბრიტანული კომპანია 30%-დან 70% -მდე ვიზიტორებით ავსებდა ესპანურ ტურისტულ კურორტებს.