01.მარტი .2021 12:13

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
views 1768
უკან

“თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს და "თიბისი ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ პოსტს  არნე ბერგრენი დაიკავებს, რომელიც საბჭოს დამოუკიდებელი წევრის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საბჭოს წინა ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ენუქიძემ პოსტი დატოვა. ის საბჭოს შემადგენლობაში არააღმასრულებელი დირექტორის პოსტზე განაგრძობს საქმიანობას. 

ნიკოლოზ ენუქიძე განაგრძობს მოვალეობების შესრულებას, როგორც თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC PLC) სამეთვალყურეო საბჭოს არა-აღმასრულებელი დირექტორი და სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, თუმცა ადასტურებს, რომ 2021 წლის წლიურ აქციონერთა კრებაზე აღარ წამოაყენებს თავის კანდიდატურას სამეთვალყურეო საბჭოზე დასამტკიცებლად. გაერთიანებული სამეფოს კორპორატიული მმართველობის კოდექსის შესაბამისად, თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო მის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ენუქიძეს აღარ მიიჩნევს დამოუკიდებელ წევრად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი, თავმჯდომარის გამოკლებით, დამოუკიდებელი არა-აღმასრულებელი დირექტორები არიან გაერთიანებული სამეფოს კორპორატიული მმართველობის კოდექსის შესაბამისად.

“არნე ბერგრენი ასევე არის კვიპროსის ბანკისა და პირეუსის ბანკის საბჭოს წევრი. მანამდე ის იყო აქტივების მართვის თურქული კომპანიის, LBT Varlik Yonetim-ის და სლოვენური ბანკის აქტივების მართვის კომპანიის, DUBT Ltd -ის საბჭოს წევრი.

მას ასევე უმუშავია რამდენიმე წამყვან თანამდებობაზე ცნობილ საფინანსო ინსტიტუტებში, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, შვედეთის ბანკში, კარნეგის საინვესტიციო ბანკში შვედეთის ფინანსთა სამინისტროსა და ბანკების მხარდაჭერის სააგენტოში,” - ნათქვამია თიბისის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ბიოგრაფიაში.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა