მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი" მეორე უცხოური ბანკია, რომელმაც უზბეკეთის ცენტრალური ბანკისგან ლიცენზია მიიღო

5e9d6fa0033fc
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.20 13:42
2504
უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა ქართულ კომპანია TBC Bank Group PLC-ზე საბანკო საქმიანობის განხორციელებისთვის ლიცენზია გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია უზბეკურ გამოცემა spot.uz-ს უზბეკეთის საფინანსო სექტორის მარეგულირებელმა მიაწოდა.

როგორც გამოცემა იუწყება, ლიცენზიის მიღებით „თიბისი ბანკი“ უზბეკეთში მეორე უცხოური ბანკი გახდა, რომელიც ბაზარზე რეფორმების დაწყების შემდეგ შევიდა. პირველი ბანკი ყაზახური „Tenge Bank“-ი იყო, რომელიც უზბეკეთში 2019 წლის მაისში შევიდა.

მათივე ინფორმაციით, ლიცენზიის მიღების შემდეგ „თიბისი ბანკი“ მუშაობას ტაშკენტში დაიწყებს და შემდგომში რეგიონებს მოიცავს. 2020 წლის ბოლოსთვის ბანკს უზბეკეთში 20 ფილიალის გახსნა აქვს დაგეგმილი.

„ეს ფილიალები უფრო „Apple“ მაღაზიების მსგავსი იქნება, ვიდრე - ტრადიციული საბანკო ფილიალების. აქცენტი თვითმომსახურებაზე გაკეთდება, მაგრამ იქნებიან კონსულტანტებიც, რომელებიც საჭიროებისამებრ დაეხმარებიან მომხმარებელს“ - უთხრეს spot.uz-ს „თიბისი ბანკში“.

პირველ ეტაპზე „თიბისი ბანკი“ 20-30 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საშუალოვადიანი გეგმა, კი, ასეთია: 25%-იანი ROE-ს (უკუგების კოეფიციენტი კაპიტალზე) მიღწევა და ასევე, დანახარჯების და შემოსავლების თანაფარდობა არანაკლებ - 35%-ის.

"ბანკი არ იქნება ორიენტირებული მსხვილ კორპორაციებზე, არამედ ის ფოკუსირდება საცალო ვაჭრობის, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებზე", - წერს უზბეკური გამოცემა.