თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსებისთვის სითი ბანკისგან 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ეს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში თიბისისა და სითი ბანკს შორის დაფინანსების მოზიდვის შესახებ გაფორმებული პირველი შეთანხმებაა.
„საქართველოს ეკონომიკა განსაკუთრებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე. სითი ბანკისგან მოზიდული ფინანსური რესურსი ხელს შეუწყობს ჩვენი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 50%-ია. წლების განმავლობაში, თიბისი ამ სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს უკვე არაერთი პროდუქტი და მომსახურება შევთავაზეთ. გასულ წელს თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსების კუთხით მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემებისგან რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა და ამ მიმართულებით ქვეყანაში #1 ბანკად დასახელდა“, - აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
„თიბისისთვის ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით გამოყოფილი პირველი ფინანსური რესურსით სითი ბანკი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მისწრაფებას - ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი, განვითარებადი ბაზრების ზრდას. ჩვენ გვეამაყება ხანგრძლივი თანამშრომლობა როგორც თიბისისთან, ისე მთელ ქართულ საბანკო სექტორთან“, – შაფიქ ჰადადი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) ფინანსური ინსტიტუტებისა და კორესპონდენციური საბანკო ბიზნესის, ხაზინისა და ვაჭრობის გადაწყვეტილებების ხელმძღვანელი, სითი ბანკი.
ცნობისთვის, სითი ბანკი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელსაც დაახლოებით 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. სითი ბანკი მომხმარებლებს, ორგანიზაციებს, მთავრობებსა და უწყებებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ეწევა ფიზიკური პირების საბანკო და საკრედიტო მომსახურებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ტრანზაქციების სერვისებსა და ქონების მართვას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ