მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე: ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვაქცინაციის პროცესშიც

5ebd91fdd4069
თამთა ჯიჯავაძე
14.05.20 22:44
6222
ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, როგორც ქართველებს ძალიან გვიყვარს, სწორედ ვაქცინაციის პროცესშიც, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ჩართულია ყველა იმ აქტივობაში, რომელიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული:

„თებერვლის თვეში, როდესაც დაფიქსირდა კოვიდ-ინფექცია, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ადგილზე შეეძლო ამ პაციენტების მომსახურება და დაედგინა დიაგნოზი ჰქონდა თუ არა მას კოვიდ-ინფექცია. გამომდინარე აქედან ჩვენ ჩართული ვართ ყველა იმ აქტივობაში, რომელიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებული და იმ შემთხვევაში თუ ეს ვაქცინა დარეგისტრირდება და იქნება მისი გამოყენების შესაძლებლობა, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, როგორც ქართველებს ძალიან გვიყვარს, სწორედ ვაქცინაციის პროცესშიც“, – განაცხადა ტიკარაძემ.