ჩინურმა კომპანია ByteDance-მა, რომელიც TikTok-ს მფლობელია, 2021 წლის დეკემბერში ტალანტების განვითარების საერთაშორისო გუნდი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ Forbes.ru წერს. როგორც კომპანიის ამჟამინდელმა და ყოფილმა თანამშრომლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე, რომელიც სულ 5 წუთი მიმდინარეობდა, აცნობეს რომ TikTok-ში მათი პოზიციები უქმდება. ამ გადაწყვეტილებამ 100-მდე ადამიანი დააზარალა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამ შეხვედრის შესახებ მათ რამდენიმე საათით ადრე მიიღეს შეტყობინება.
ByteDance-ის სპიკერმა სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლება გამომცემლობასთან დაადასტურა, თუმცა მათი რაოდენობა არ დააკონკრეტა. კომპანიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათმა უმრავლესობამ ByteDance-ის შიდა კომპანიებში გადასვლა მოახერხა. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ „ნიჭის განვითარების“ გუნდის მუშაობას აქვს "შეზღუდული პრაქტიკული ღირებულება" და კომპანიის საჭიროებებთან შემხებლობა არ ჰქონდა. კერძოდ, კომპანიის ხელმძღვანელობამ გუნდის მიერ განხორციელებული საქმიანობა უსარგებლოდ მიიჩნია.
ეს არ არის ბოლო პერიოდში ByteDance-ში თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პირველი განცხადება. გასული წლის აგვისტოში, ByteDance-მა დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილები გააუქმა, რომლებიც განათლების სფეროსთან იყო დაკავშირებული. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ სკოლის მიღმა განათლებაზე შეზღუდვები დააწესა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ