მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

‘’თითქმის ათი წლის ნაშრომი წყალმა წაიღო’’ - გურამ ბაღდოშვილი პანდემიის შედეგებზე

634ea02f5337d
თინათინ ნატმელაძე
19.10.22 09:00
5048
პანდემიის შედეგად დაწყებულმა ონლაინ მუშაობის ტენდენციამ სარესტორნე სფეროში კადრების ნაკლებობა გამოიწვია, - ამის შესახებ რესტორანი "ჩვენის" დამფუძნებელმა, გურამ ბაღდოშვილმა "საქმიან დილაში" განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სექტორი პანდემიამდე გამოცოცხლებული იყო და სწორ გზაზე იდგა, პანდემიიდან გამომდინარე, თითქმის ათი წლის ნაშრომი წყალმა წაიღო. ონლაინ მუშაობამ და იმ სამუშაო სექტორმა, რომელიც ასე ვთქვათ მარტივი ჩანს ადამიანებისთვის და უფრო დიდი შემოსავლის მოტანის იმედს აძლევთ, გამოიწვია ის, რომ ბევრმა პროფესიონალმა დატოვა ჩვენი სექტორი და გადავიდა უფრო მარტივ და სწრაფ ანაზღაურებაზე", - აცხადებს გურამ ბაღდოშვილი.

გარდა ამისა, მისივე თქმით, მაგალითად, მიმტანები თავიანთ საქმიანობას პროფესიად არ ირჩევენ, რაც ამ სექტორს ძირს უთხრის.

"პროფესიონალი კადრების სექტორი არასტაბილურია, იმიტომ რომ ადამიანებს არ აქვთ გააზრებული, რომ რასაც ეჭიდებიან, ის პროფესიად აირჩიონ, მაგალითად მიმტანი თავის საქმეს პროფესიად არ ირჩევს, ამას ირჩევს რამდენიმე დღით, თვით ან წლით და შემდეგ სხვა რამის გაკეთებას გეგმავს. არაპროფესიონალურად უყურებენ იმ საქმეს, რასაც აკეთებენ და ეს ძირს უთხრის ამ სექტორს", - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

ბაღდოშვილმა BM.GE-სთან საუბრისას ასევე თქვა, რომ საქართველოში სხვა ქვეყნის სამზარეულოს მცოდნე კადრების მოძიებაც რთულია, რაც საკმაოდ ძვირად უჯდებათ.