მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინააღმდეგი ვარ ყველაფრის, რაც ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს - შეფ გურამ ბაღდოშვილი "რუსულ კანონზე“

შეფმზარეული

შეფ გურამ ბაღდოშვილი აცხადებს, რომ „რუსული კანონი“ მისთვის მიუღებელია. საქმე ის არის, რომ პარლამენტი უკვე მესამე დღეა განიხილავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელსაც მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ.

bm.ge შეფ გურამ ბაღდოშვილს მიმდინარე მოვლენების და „რუსული კანონის“ შეფასებისთვის დაუკავშირდა.

„მე წინააღმდეგი ვარ ყველაფრის, რაც დემოკრატიას აჩერებს და აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. მე ვგმობ იმას, რაც რუსთაველზე ხდება დღეს. კანონის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ვინაიდან ჩემ ირგვლივ მყოფი სამეგობრო, ჩემი ახლობლები, ჩემი ქვეყნის მოქალაქეების 90% წინააღმდეგია, ე.ი. იგი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, მდგრადობას, დემოკრატიას და თავისუფლება“, - თქვა შეფ გურამ ბაღდოშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები